რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს
ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ხელისუფლების „ცუდ მუშაობას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ "ხელისუფლება აგრძელებს გარკვეულ ფაქტორებზე გადაბრალებას".
გოცირიძემ ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა არსებულ პრობლემას რეალურად არ აღიქვამს.