ბავშვის ცემის ბრალდებით სამართალდამცავებმა ძიძა დააკავეს
ბავშვის ცემის ბრალდებით სამართალდამცავებმა ძიძა დააკავეს. დაპატიმრებულია 60 წლის ქალბატონი. გამოძიების ინფორმაციით, ის თბილისში, ერთერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა ბავშვის მომვლელად.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა 10 თვის გოგონას. ეს ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. დაკავებულს ჯარიმა ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.