საჰაერო ძალების სარდლად ოფიცერი სერგო ნინუა დაინიშნა
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამხედრო ექსპერტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. შერჩევის კომისიის გარეშე, გენშტაბის თხოვნის საფუძველზე, საჰაერო ძალების სარდლად თადარიგის ოფიცერი სერგო ნინუა დაინიშნა.
წოდება, უცხო ენა და კვალიფიკაცია - გენშტაბში არ უარყოფენ, რომ ვიცე პოლკოვნიკი ნინუა ამ თანამდებობის დასაკავებლად სამ მთავარ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, მისი დანიშვნის გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ნინუა იყო ის სამხედრო, რომელმაც საჰაერო თავდაცვის გეგმა წარადგინა.