თეგებით ძიება
15. 11. 2016 News-ები

საჩუქრები ახალი 2017 წლისთვის

სანამ თქვენ წახვალთ საჩუქრების ასარჩევად ახალი 2017 მამლის წლისთვის, იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი საახალწლო საჩუქარი არ იყოს ბანალური და არ დაედოს მტვერი კოლექციონერის თაროზე, პირიქით ნამდვილად გაახაროს ახლობელი და კარგად გამოიყენოს ის. ამისთვის კი არსებობს გარკვეული წესები:

1. ახალი 2017 წლისთვის საჩუქრები ჯობია მოამზადოთ ადრევე, რომ არავინ არ გამოგრჩეთ და არ გააბრაზოთ.

2. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ის არის, რომ 2017 წელს შეხვდეთ შეიარაღებულნი-შეადგინეთ სია, ვის როგორი საჩუქარი უნდა აჩუქოთ. როდესაც თქვენ კონკრეტულად გეცოდინებათ რა გსურთ დაზოგავთ დროსა და ძალისხმევას.

3. შეგიძლიათ პირიქითაც მოიქცეთ, თავისუფალ დროს წახვიდეთ მაღაზიებში, რათა მოძებნოთ იდეები და შთაგონება. და მოულოდნელად თქვენ თვალში მოგხვდებათ ის რაზეც არც კი გიფიქრიათ?

4. შეგიძლიათ დიდხანს არ იფიქროთ, და პირდაპირ ჰკითხოთ მეგობრებს, ან ახლობლებს რა გაახარებდათ ახალ წელს.

5. თუ საახალწლო საჩუქრებით გსურთ გააოცოთ და სიუპრიზი გაუკეთოთ, მოგიწევთ დაკვირვება, რომ მიხვდეთ რა სურთ მათ ყველაზე ძალიან.

6. თქვენ არ გსურთ, რომ დახარჯოთ ბევრი დრო და ძალისხმევა, მაგრამ მიისწრაფით, რომ თქვენმა საჩუქარმა ახალ წელს წარმოუდგენელი სიხარული მოუტანოს ახლობელს? მაშინ მოემზადეთ, იმისთვის რომ დახარჯოთ ბევრი ფული.

7. თუ გსურთ ცოტა ეკონომია, მაგრამ გინდათ, რომ გაათბოთ ვინმეს სული? მაშინ ცოტა შრომა მოგიწევთ და 2017 წლისთვის საჩუქრები ხელით გააკეთეთ-ეს არის ექსკლუზიური და ორიგინალური!

8. არ დაგავიწყდეთ არა მხოლოდ იყიდოთ საჩუქრები ახალი 2017 წლისთვის, არამედ ისინი ლამაზად და ორიგინალურად გააფორმოთ. ორიგინალური შეფუთვა ნახევარი წარმატებაა, თუნდაც საჩუქარი არ იყოს ძალიან ნათელი და ფერადი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა