სააკაშვილის მიერ გადაცემა არჩევანისთვის მიცემულ ინტერვიუს ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან
მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაცემა არჩევანისთვის მიცემულ ინტერვიუს ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან. პარტიის ლიდერები ყოფილ თავმჯდომარესთან რამდენიმე საკითხზე განსახვავებული პოზიციების არსებობას ადასტურებენ.
„ჩვენს პარტიაში ეს დაპირისპირება დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოჰყვა პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ბინძური კამპანია, რომ ივანიშვილს შევეკარით, ეს იყო დიდი შეცდომა, ასევე დიდი შეცდომაა არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, მაშინ როცა თვითმმართველობის არჩევნები გველის, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნებზე ვიბრძოლოთ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.