მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება
უკვე ცნობილია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველად 18 ნოემბერს შეიკრიბება. კურიერს ქართულ ოცნებაში დაუდასტურეს, რომ სხდომა ქუთაისის პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატების მოსმენა იგეგმება.