29 მილიონით შემცირებული თბილისის ბიუჯეტი პრიორიტეტული სოციალური მიმართულებების გარეშე
სოციალური პროექტები თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებიდან ამოიღეს. მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოშია და მას უკვე გაეცნო ოპოზიციური სპექტრი.
საგანგებო განცხადება გაკეთდა დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სოციალური სფეროს დაფინანსება 29 მილიონი ლარით.
გარდა ამისა შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ქალაქის განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება.