ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომა ხმაურიანი გამოდგა და ოპოზიცის წარმომადგენელი წევრების კრიტიკის ფონზე წარიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო თავმჯდომარის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები გააკრიტიკეს. მათი თქმით, შედეგები ცესკო-მ არაზუსტი ოქმების შეჯამების შედეგად გამოაქვეყნა.
ოპოზიცია ჩატარებულ არჩევნებს უსამართლოს უწოდებს.