კრიშტიანო რონალდო გააფორმა Nike-თან მუდმივი კონტრაქტი
31 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელ და სამი \'\'ოქროს ბურთის\'\' მფლობელ კრიშტიანო რონალდოს აქვს ყველა შანსი იმისა, რომ ისტორიაში შევიდეს არა მხოლოდ როგორც წარმატებული სპორტსმენი, არამედ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად: დღეს გახდა ცნობილი, რომ ესპანური გუნდის \'\'რეალის\'\' ფორვარდმა გააფორმა კომპანია Nike-თან, რომელთანაც ის თანამშრომლობს 2003 წლიდან, სამუდამო კონტრაქტი 24 მილიონ ევროდ წელიწადში. ამ კონტრაქტის თანახმად რონალდო ასევე მიიღებს კიდევ ერთ მილიონს ყოველწლიურად ბონუსის სახით.
ავღნიშნავთ, რომ ფეხბურთელი გახდა მესამე სპორტსმენი, რომელმაც გააფორმა Nike-თან მუდმივი კონტრაქტი: ადრე ასეთ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ცნობილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა და მაიკლ ჯორდანმა.
\'\'ახალი კონტრაქტი აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას Nike-სა და კრიშტიანო რონალდოს შორის. რონალდოს ჰქონდა წარმატებული წელი, მისი გუნდისთვის და მისი ქვეყნისთვის ის შეუცვლელი ფეხბურთელია. მან გადააქცია ფეხბურთი ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად სოციალურ ქსელში და ის გახდა ყველაზე ცნობილი სპორტსმენი მსოფლიოში.\'\'
-განაცხადა Nike-ის წარმომადგენელმა.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი