სფფ: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან არ მიდის!
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე გუნდს არ დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცნობეს. ვაისს საქართველოს ნაკრებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" და ყაზახური Sport.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
- მიდის? ვლადიმირ ვაისს ყაზახები უკვე ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად განიხილავენ
ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1-ში იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ში კი ნაკრები დამარცხდა.
წყარო: sportall.ge