პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად დანიშნა
პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზინდეტმა ხელი უკვე მოაწერა. ახალი პარლამენტი საკნონმდებლო ორგანოში 18 ნოემბერს შეიკრიბება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პირველი სხდომის დრო ზუსტად ემთხვევა უმრავლესობის მიერ დაანონსებულ თარიღს, რომელიც ქართულმა ოცნებამ სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებამდე დაასახელა. მათ ამ ქმედებას გუშინ პრეზინდეტის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა.