პრეზიდენტმა, კრწანისში “NATO-საქართველოს სწავლება - 2016”-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ქვეყნის ხელმძღვანელი პირები კრწანისში “NATO-საქართველოს სწავლება - 2016”-ს დაესწრნენ, რომელიც NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს.
პროცესს პრეზიდენტი და პრემიერი გაეცნენ და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სწავლება, რომელიც გააძლიერებს და გააღრმავებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, გლობალური სტაბილურობის მიზნებს ემსახურება.