„თუ არ მოხდა საარჩევნო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს,“- ინაშვილი.
პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მათი საქმის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მზად პირველი სხდომისთვის უკვე ექნება. ისინი თვლიან, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამო, მათ ახალი მოწვევის პარლამენტში მანდატები დააკლეს და ამ ნორმის გაუქმებას ითხოვენ. ინაშვილის პარტია სადავო ნორმას მათ მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
„თუ არ მოხდა საარჩევნო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს,“-აცხადებს ინაშვილი.