ხურმა: სასარგებლო თვისებები
ორგანიზმის გამწმენდი
ხურმის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რომელიც არა მარტო ეხმარება ჩვენი ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, არამედ ეხმარება გამომყოფ ორგანოებს ფუნქციონირებაში.
ხურმას აქვს შარდმდენი ეფექტი, და მას ასევე შეუძლია კენჭების დაშლა თირკმელებში. ამ მიზნით 2-ჯერ დღეში ჭამამდე დალიეთ ერთი ჭიქა ხურმის კომპოტი.
სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის
ხურმა არის დიეტური პროდუქტი. იმის წყალობით, რომ ხურმა შეიცავს პექტინს მისი მიღება რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
ხურმა აუმჯობესებს მადას და სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილს
სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ხურმა რეკომენდირებულია მათთვის ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ხილი შეიცავს კალიუმს, დიდი ოდენობით შაქარს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, რაც კარგად აისახება გულის მუშაობაზე. ვიტამინები C და P შეუძლიათ გააძლიერონ სისხლძარღვთა კედლები, ასევე ხურმა არეგულირებს არტერიულ წნევას და გამოიყენება ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
სასარგებლოა სისხლისთვის
ხურმას გამოიყენებენ ასევე ანემიის სამკურნალოდ, რადგან ის შეიცავს დიდი ოდენობით რკინას.
სასარგელოა ნერვული სისტემისთვის
ხურმას გააჩნია მატონიზირებელი თვისებები და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ორგანიზმზე, აუმჯობესებს ძილს, კარგ ეფექტს ახდენს ნერვულ სისტემაზე და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს სტრესისა და ინფექციბის მიმართ.
სასარგებლოა ფილტვებისთვს
ვიტამინ A-ს და ბეტა-კაროტინის შემცველობის გამო ხურმა მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვის კიბოს რისკს. ის ეხმარება ფილტვების კედლების გაძლიერებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვინც ეწევა.
სასარგებლოა ენდოკრინული სისტემისთვის
ხურმის ნაყოფი მდიდარია იოდით, ამიტომაც ის რეკომენდირებულია მიიღოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პრევენციისთვის.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი