თეგებით ძიება
17. 11. 2016 News-ები

ჩემს შვილს გიორგის

ეკლესიაში ხატის წინ დაჩოქილს ღმერთს ვევედრებოდი,
შენზედ ვლოცულობდი და თვალებს ცრემლები წვეთ-წვეთად წყდებოდა,
შენს სახელს ვავედრებდი, ყველა ხატის წინ ყველა წმინდანებს
სანთელი იწვოდა ნელ-ნელა დნებოდა და გული მწყდებოდა.

სანთლებიც ტიროდნენ,ხატებს შესცქეროდნენ ნაღვლიან თვალებით,
და რა ანაღვლებდა ? შენი ბედი და შენი დარდები.
შენი მომავალი,შენი გასაჭირი და შენი განცდები.
და რა უხაროდა ? შენი ყველაფერი,სიკეთის ამბები.

წმინდაო გიორგი,გთხოვ შენ დაიფარე შენი მოსახელე,
წმინდაო მარიამ შენს ლამაზ სახელს და კალთას გეფიცები
მე ჩემს პატარა შვილს სუფთა წრფელი გულით ვლოცავ და ვადიდებ,
და შენც თუ დალოცავ ჩემს გულში პატარა ტაძარსაც აგიგებ.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა