პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა
დროებითმა სამანდატო კომისიამ იმსჯელა იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც ფრაქციათა უმრავლესობისა და უმცირესობის შედგენის მიზნით იქნა წარდგენილი.
წარდგენილი დოკუმენტაციების შედეგად შეიქმნა ფრაქცია ქართული ოცნება, რომელშიც გაწევრიანებულია 110 წევრი. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, ხოლო მდივანი ნინო წილოსანი.
ასევე შეიქმნა ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველები, რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე კი სიმონ ნოზაძეა.
პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე იქნება.
ასევე დარეგისტრირდა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის შემადგენლობაში არის პარლამენტის 20 წევრი. ფრაქციას თავმჯდომარეობს ნიკა მელია, იმავდროულად დარეგისტრირდა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის, რომლის თავმჯდომარეც ელენე ხოშტარია იქნება.
დღესვე დარეგისტრირდა უმცირესობა 26 წევრის შემადგენლობით.
ასევე დარეგისტრირდა კიდევ ერთ ფრაქცია 6 წევრით, საქართველოს პატრიოტების ფრაქციის თავმჯდომარე კი გიორგი ლომია გახდა.