საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხვალ მოსკოვში რუსეთის პატრიარქს შეხვდება
პარლამენტის სხდომას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რის შემდეგაც ილია მეორე ქუთაისიდან მოსკოვში გაემგზავრება. უწმინდესი ხვალ რუსეთის პატრიარქს შეხვდება.
20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ქართულ დიასპორასთანაც გამართვს შეხვედრას.
შეხვდება თუ არა ილია მეორე რუსეთის ოფიციალურ პირებს, უცნობია.