თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1293875694010701
18. 11. 2016 News-ები

დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

„დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუნველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - მიმართა ქართულ ოცნებას საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა