118 ხმით 3-ის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
118 ხმით 3-ის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და უკვე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნიც.
კობახიძის არჩევას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა და უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების შეკითხვები, რომლებზეც მან პასუხი გასცა.