6 გზა, რათა თავიდან ავიცილოთ კანის სიმშრალე სიცივეში
1. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც შეიცავს:
გლიცერინს, რძემჟავას, სორბიტოლს, ჰიალურონის მჟავს. ასევე გამოიყენეთ ჟოჟობას და ნუშის ზეთი. გარდა ამისა, ამ სიტუაციაში ძალიან კარგია ვაზელინი. ეს პროდუქტი შესანიშნავად ატენიანებს კანს.
2. მიიღეთ შხაპი სწორად
შხაპის მიღებისას წყალი არა ცხელი, არამედ თბილი უნდა იყოს. შხაპის შემდეგ გამოიყენეთ ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი.
3. დაივიწყეთ ალკოჰოლის შესახებ
ის ფაქტი, რომ ალკოჰოლის მიღება არასასურველია-ჩვენ ვიცით, მაგრამ ზამთარში საერთოდ თავი უნდა შეიკავოთ მისი მიღებისგან, რადგან ისინი საშინლად აშრობენ კანს.
4. გადააგდეთ სინთეზური მასალის ტანისამოსი
რბილი და კომფორტული ბამბის ტანსაცმელი არის საუკეთესო იმ მხრივ, რომ ის არ აღიზიანებს კანს. და არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების შესახებ! ხელთათმანები აუცილებელია!
5. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს
დაიწყეთ ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომლებიც შეიცავს ომეგა-3-ს. კერძოდ თევზი-ორაგული და სარდინები.
6. გამორიცხეთ ზოგიერთი პროდუქტი
თუ მეხუთე პუნქტში ჩვენ შემოგთავაზეთ ჭამა, ჩვენ ახლა გირჩევთ არ მოიხმაროთ შემდეგი პროდუქტები: დაივიწყეთ საკვები, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას და ასევე ნახევარფაბრიკატები.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი