"ლეგიას" თავკაცი: ვაკო ყაზაიშვილმა დაამტკიცა, რომ გუნდის სრულუფლებიანი წევრია
პოლონეთის ჩემპიონატში "ლეგიამ" ზედიზედ მე-4 ტურში იმარჯვა, ვარშავურმა კლუბმა სტუმრად ლიდერი "იაგელონია" 4:1 გაანადგურა.
ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" რიგებში ერთთვიანი პაუზის მერე პირველად ითამაშა და თანაც, სასტარტო შემადგენლობაში. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა სტუმრები 2:0-ს იგებდნენ.
"დღეს ვაკომ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრია და მე ეს ძალიან მახარებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლეგიას" თავკაცმა იაცეკ მაგიერამ.
წყარო: sportall.ge