სიზმარი...
წუხელ, ჩემს მკერდზე ტკიბლად გეძინა,
მე კი უნაზეს სუნთქვას ვისმენდი,
ვნატრობდი... ერთხელ რომ გაგეცინა,
და ამ ნატვრაში, თითქოს სულს ვლევდი.
წუხელ გვიანის სტუმრად მეწვია,
შვიდი ფერია, შვიდი ზღაპრიდან,
თოლია ჯონიც არ დაჰკლებია"თ"...
შენ გიკითხა და მერე გაფრინდა.
მე მოვატყუე, თითქოს არ იყავ..
რომ კვლავ თავისთან არ წაეყვანე,
მაგრამ ტალღებმა მაინც გამრიყა,
და სანაპიროს ზედ დავეყარე...
წუხელ უნაზეს სიზმარს ვხედავდი,
და შენ ჩემს მკერდზე ტკბილად გეძინა,
ამოსუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი,
ვნატრობდი... ერთხელ რომ გაგეცინა...
წყარო: poezia.in