ნარმანია ცენტრალურ ქუჩებში მრავალსართულიანი ავტოსადგომების აშენებას აპირებს
თბილისის მერია სითი პარკთან ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს. დავით ნარმანიას თქმით, პარკირების პრობლემის მოგვარებას მერია ალტერნატიული გზით - დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მრავალსართულიანი ავტოსადგომებით აპირებს.
"შემუშავდა 10 პროექტი, რომელზეც უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება, რათა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდეს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.