ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა
მოსკოვში ილია მეორესა და კირილეს შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ილია მეორემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს და, რომ ეკლესიებმა ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
ორი ქვეყნის პატრიარქებმა საქართველოში რუსი ტურისტებისა და მომლოცველების რიცხვის გაზრდაზე ისაუბრეს და ეს ფაქტი დადებითად შეაფასეს.
ხვალ ილია მეორე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება, 23 ნოემბერს კი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.