ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს
ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.4889 ლარით განისაზღვრა. წინა დღის ვაჭრობის შმდეგ კი 1 აშშ დოლარი 2.4861 ლარი ღირდა.
ერთი ევროს შეძენა კი 2.6420 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.6673 ლარს შეადგენდა.
გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.