მარგველაშვილი კვირიკაშვილს და კობახიძეს შეხვდა
მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, პარლამენტს კი ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.