როგორ დავანებოთ თავი მოწევას
ჩამოწერეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები
გაყავით ფურცელი შუაზე და მარცხნივ დაწერეთ უარყოფითი მხარეები, რომელსაც თქვენ იღებთ მოწევის შედეგად, ხოლო მარჯვნივ დაწერეთ ის დადებითი თვისებები, რომლებსაც გაძლევთ თქვენი ცუდი ჩვევა. ალბათ მარცხენა მხარე უფრო გრძელი აღმოჩნდება. ახლა კი დაუსვით თქვენ თავს კითხვა, ნამდვილად გინდათ მოწევისთვის თავის დანებება? და თუ სინამდვილეში სურვილი არ გაქვთ, რომ თავი დაანებოთ მოწევას, მაშინ შეგიძლიათ ჩვენი სტატია ბოლომდე აღარ წაიკითხოთ.
ჩანაცვლება
ყოველი დადებითი პუნქტის გასწვრივ დაწერეთ, როგორი გზით შეგიძლიათ ჩაანაცვლო სიგარეტი. მაგალითად, ფუნქცია \'\'სტრესის მოხსნას\'\' მიუწერეთ სუფთა ჰაერზე სეირნობა. ახლა კი დროა ეს ყველაფერი შეასრულოთ.
ცნობისმოყვარეობა
გაიხსენეთ როგორ დაიწყეთ მოწევა. მეგობარმა შემოგთავაზათ, რომ გაგესინჯათ, თქვენ კი გაიფიქრეთ, რომ ერთი სიგარეტის გასინჯვა არაფერს არ დააშავებდა. თუ თქვენ დაიწყეთ მოწევა ცნობისმოყვარეობის გამო მაშინ არ არის რთული, რომ თავი დაანებოთ ამ შემთხვევაშიც თქვენ დაგეხმარებათ ცნობისმოყვარეობა და აზარტი. მიმოიხედეთ გარშემო: რამდენი ადამიანი ცდილობს, რომ თავი დაანებოს ამ ჩვევას. და ბევრს ეს არ გამოსდის. ნუთუ არ გაინტერესებთ რა არის ამ ყველაფერში პრობლემა? ეს ხომ ძალიან მარტვია, რომ გათავისუფლდეთ ამ ჩვევისგან.
თავის დაფასება
დაპირდით საკუთარ თავს, რომ თავს დაანებებთ მოწევას. და ამის გაკეთებას სერიოზულად მიუდექით. მთავარი აქ საკუთარი თავის სიყვარული და თავის დაფასებაა. არავინ არ გცემთ პატივს, თუ თქვენ თვითონ არ აფასებთ საკუთარ თავს.
მზაკვრული ტვინი
სასწრაფოდ გათავისუფლდით იმ აზრისგან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ტვინის წინააღმდეგ წავიდეთ, ის ეჩვევა ნიკოტინს და ითხოვს მეტს. ამიტომაც ეცადეთ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და არ დაემორჩილოთ ტვინის ბრძანებებს.
რა ხდება დღეების მიხედვით
მოემზადეთ იმისთვის, რომ მოწევაზე უარის თქმით ყოველ დღე ცვლილებები გელით. თქვენ შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდეთ: გაღიზიანება, უძილობა, უხასიათობა, არტერიული წნევის მატება ან კლება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ თქვენი ორგანიზმი ნიკოტინზეა დამოკიდებულია.
მაგრამ არ ღირს ეს სიმპტომები მიიღოთ ისე, თითქოს თქვენ გჭირდებოდეთ ნიკოტინის მიღება. ეს იგივე დაავადებაა, რომელსაც დამარცხება სჭირდება. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყება სტაბილური გამოჯანმრთელების ფაზა.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი