თეგებით ძიება
20. 11. 2016 News-ები

არ მიყვარხარო, არა,

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....
ღამე გამხდარა ტრფობის
და განშორების წამი,
გარეთ სიმუქე ფერთა,
ფოთლებზე წვიმის ნამი...

საით მიდიან სწრაფვით
ახალგაზრდობის წლები,
სად შეერთდება ნეტავ
ჩვენი ცხოვრების გზები?...

არ მსურს სიმუქე ფერთა
და არც ფოთლების ნამი.
მინდა შეხება ვიგრძნო
იმ საოცნებო წამის...
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა