თეგებით ძიება
05. 12. 2016 News-ები

რა შეემთხვა ნანუკა ჟორჟოლიანს? –„ცხოვრებაში პირველად....“

ნანუკა ჟორჟოლიანმა მოწევას თავი დაანება, და ეს ფაქტი საჯაროდ აღიარა, ასევე დადებითი და უარყოფითი მხარეებიც გაგვანდო მოწევის:
"უსიგარეტობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ უნდა მოგიყვეთ. უარყოფითით ვიწყებ.

9 კილო მოვიმატე. სამი თვე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მადის კონტროლი. თუ ძალიან მშიერი ვიყავი, ადამიანების ჭამაზეც გადავდიოდი.

სამაგიეროდ უკვე დავიწყე კლება და ახალ წლამდე მომატებულ წონას საბოლოოდ დავემშვიდობები.

უსიგარეტობამ შემაძლებინა ვარჯიში. (ცხოვრებაში პირველად სხვათაშორის) ეს ორი ერთად კი ცხონებაა ორგანიზმისთვის.იმდენი ენერგია მაქვს სად წავიღო არ ვიცი.

კარგად ვსუნთქავ. ნიკოტინი რომ აღარ გროვდება ფილტვებში, დილით უხერხული ხველება აღარ მაწუხებს.
მომიწესრიგდა ძილი.

დამიბრუნდა გემო, რომელიც აღარც კი მახსოვს როდის დამეკარგა:)

ამბობენ, რომ 6 თვეში კანზეც ვიგრძნობ.

მიუხედავად იმისა რომ სიგარეტის სუნი უკვე მეც ძალიან მაწუხებს, არასწორია მოწევის აკრძალვა კაფეებში და რესტორნებში. ჩემი უფლებების დაცვით, სხვისის დარღვევა სიგარეტის მოწევაზე ნაკლები მავნებლობა არ მგონია:)

პ.ს. არ შეგაშინოთ წონის მომატებამ. როგორც კი თქვენი ორგანიზმი შოკიდან გამოვა და ჯანსაღ გარემოს აღიქვამს, წონაც იწყებს დარეგულირებას. ამიტომ თამამად დაანებეთ სიგარეტს თავი.
აბა თქვენ იცით. წარმატებები და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას." - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ხატია ნოზაძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა