თეგებით ძიება
05. 12. 2016 News-ები

როგორ გავიგოთ გვღალატობს თუ არა მამაკაცი: ფისქოლოგიური ტყუილი

თუ თქვენი მეუღლის კოლეგა სამსახურში არის ძველი სტუდენტობის ნაცნობი, ან სკოლის მეგობარი, რომელთანაც ის რეგულარულად ატარებს დროს-ეს უკვე არის ღელვის და ნერვიულობის მიზეზი. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენგან თავს ცოტა მოშორებით იჭერს. ეს უსიამოვნოა, რასაც ხშირად კამათიც თან სდევს. ქმარს ხომ შეუძლია გითხრათ, რომ \'\'ის მას ისე უყურებს, როგორც დას\'\', ამ შემთხვევაში თქვენ აღარ იეჭვიანებდით.

რეგულარული დაგვიანება სახლში სამუშაოს შემდეგ. თუ ქმარი ძალიან ხშირად აგვიანებს სახლში მოსვლას, დაიწყო მეგობრებთან ერთად ხშირი სიარული-ეს კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ცოლისთვის, რომ მეუღლე ღალატობს.

ცივი ურთიერთობა თქვენს მიმართ. როდესაც თავისუფალ დროს მეუღლე უპირატესობას ანიჭებს, რომ დრო მარტო გაატაროს კომპიუტერთან, გაზეთთან ან ტელევიზორთან ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მას ურთიერთობა აქვს სხვა ქალთან.

ღალატის წმინდა ნიშნები. სმს შეტყობინება ქალის ნომრით, რეგულარული ზარები. სუნამოს სუნი, ქალის თმები ტანსაცმელზე-შეიძლება იყოს ეჭვიანობის მიზეზი.

პრობლემები, რაც ღალატს იწვევს
ფაქტია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორები შესაძლოა არ იყოს ღალატის მტკიცებულება. სრლიად შესაძლებელია, რომ თქვენ მეუღლისგან ითხოვთ დიდი დროის დათმობას, ან არ უტოვებთ პირად სივრცეს. რის გამოც ის ცდილობს სახლში მოსვლა დააგვიანოს და მეტი დრო გაატაროს მეგობრებთან.
მაშინაც კი თუ ყურმილში ქალის ხმას გაიგონებთ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის გღალატობთ. ის შეიძლება იყოს უბრალო კოლეგა, ან კიდევ ნამდვილად კარგი ბავშობის მეგობარი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა