თეგებით ძიება
05. 12. 2016 News-ები

ემიგრანტ დედას.....

შენ რომ წახვედი სინანული მოვიდა ჩემთან,
შენ რომ წახვედი,დავრჩი მარტო ობლად და კენტად,
და ისევ ფიქრმა დაიკავა შენი ადგილი,
მოგონებებში და სიზმრებში გიხსენებ დედა.

ვიხსენებ შენთან გატარებულ დროს და საათებს,
ვიხსენებ შენგან გამოგზავნილ ლამაზ ბარათებს
იმ შენს სურათებს ვაკვირდები ჩარჩოში ჩასმულს,
ვაკვირდები და ამ ჩენს თვალებს ცრემლით აავსებს.

შენს გარდა აბა ვინ გაიგებს ჩემს გულის ტკივილს,
შენს გარდა აბა ვის ადარდებს ჩემი განცდები,
მალე ჩამოდი, რომ გაგიღო გულის კარები,
შენ რომ ჩამოხვალ ასე აღარ დავიტანჯები.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა