თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1316874915044112
06. 12. 2016 News-ები

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია

ფოტორეპორტიორების საქმეზე დაკავებულია კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ "ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა