თეგებით ძიება
08. 12. 2016 News-ები

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას საგარეო უწყება ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს.

"დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

"მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტმა შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა. ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივ მოლაპარაკებაზე, დღის ბოლოს მიაღწიეს. ამის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა