"ქართველი ხალხის იმედი მაქვს - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!" - გონჩარენკო
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია.
"ახლა ის ჩამოდის აქ, რათა აჩვენოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ასევე არ დამვიწყებია ის, რომ ორბანი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო პოზიცია ევროკავშირის მთავარი ძალებისგან, რომ ორბანი არ მოქმედებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის რანგში, არამედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში - ეს ამაზრზენია“, - აღნიშნა გონჩარენკომ.
ის ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ახლა სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ხალხია.
"დღეს ოპოზიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იწყებს საპროტესტო აქციებს. ვნახავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. აშკარაა, რომ რუსეთი აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას. საქართველოში ბევრი რუსი პროპაგანდისტი იმყოფება და ისინი ყველა მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. ახლა ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში იქნება დამოკიდებული. საქართველოს გაუმარჯოს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.