თეგებით ძიება
08. 12. 2016 News-ები

როგორ ვისწავლოთ ემოციების კონტროლი

როგორ ვისწავლოთ ემოციების კონტროლი

ივარჯიშეთ ემოციების კონტროლში
შეიძლება ავტობუსში ვინმემ ფეხი დაგადგათ, თქვენ კი ამ დროს აღშფოთდეთ, ამის შემდეგ მთელი დღე კონფლიქტებით გაქვთ სავსე. დღის დასაწყისისთვის თავს დაპირდით, რომ საკუთარ თავზე კონტროლს არ დაკარგავთ.
მეორე დღეს საკათარ თავს დაპირდით, რომ ორ ასეთ შემთხვევისას შეიკავებთ თავს. ასე ნელ-ნელა ისწავლით საკუთარი ემოციების კონტროლს.

როგორ დავაღწიოთ თავი ზედმეტ ემოციებს
ფიზიკური დატვირთვა შესანიშნავი გზაა ემოციების დასაცხრობად. იმისთვის, რათა გავთავისუფლდეთ ზედმეტი ემოციებისგან ისინი უბრალოდ უნდა წარმოვაჩინოთ. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გამოსავალი არ არის, განსაკუთრებით სამუშაოზე. ამიტომ უმჯობესია წარმოიდგინოთ, როგორ ყვირით. ახლა წარმოიდგინეთ სხვების რეაქცია. თქვენთვის ეს იქნება საკმარისი, რომ აიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და სკანდალი არ მოაწყოთ. და არავინ დააზიანოთ.

გააანალიზეთ, რატომ გაღიზიანებთ ესა თუ ის საგანი
პირველ რიგში დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გაღიზიანებთ. გამოიყენეთ სიტუაცია და გამოიმუშავეთ საქმიანი ურთიერთობის უნარები. ისწავლეთ საუბრის ისე წარმართვა, რომ აკონტროლოთ სიტუაცია.
დაფიქრდით შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თქვენ სპეციალურად არ გაღიზიანებთ.
შესაძლოა ის ცუდადაა და აქვს ობიექტური მიზეზები ასე რატომაც იქცევა. ეს აზრები დაგეხმარებათ თავის კონტროლში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ კონფლიქტს და შეძლოთ ემოციების კონტროლი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა