თეგებით ძიება
09. 12. 2016 News-ები

ზაზა ფაჩულია: გუნდში ყველა ჩვენგანმა თავისი როლი კარგად იცის

ზაზა ფაჩულიამ "იუტა ჯაზთან" 106:99 მოგებულ მატჩში მხოლოს 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა ტრავმით ითამაშა.
მატჩის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე ზაზას მარჯვენა ხელის მაჯაზე ყინული ჰქონდა დადებული:

"მაჯა "კლიპერსთან" მოგებულ თამაშში დავიზიანე, მაგრამ ეს არაფერია - თამაშს შევძლებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზამ.

რაც შეეხება თამაშს, ქართველმა ცენტრმა განაცხადა: "გუნდში ყველა ჩვენგანმა თავისი როლი კარგად იცის".

კომენტარში ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმაც ახსენა:

"შონ ლივინგსტონი დავასვენე, მას და ანდრე იგუოდალას ხშირად ვაკვირდები, როგორ ფორმაში არიან. შესაძლოა, ანდრე და ზაზა ფაჩულიაც დავასვენო ერთ-ერთ მატჩში, მაგრამ ჯერჯერობით, ორივე ფიზიკურად კარგად გამოიყურება. რაც შეეხება დანარჩენ სტარტერებს, ისინი ფიზიკურად საუცხოოდ გამოიყურებიან".
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა