თეგებით ძიება
10. 12. 2016 News-ები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთნაირ სამაჯურებს ატარებენ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი ატარებს ყელსაბამს პრინცი ჰარის ინიციალებით. მეგანს და ჰარის დღეს, როგორც ცნობილი გახდა, ერთნაირი სამაჯურები უკეთიათ, იმისთვის, რათა ერთმანეთი არც ერთი წუთით არ დაივიწყონ.

მიუხედავად იმისა, რომ სამაჯურები ძვირფასი არ არის და მძივებისგან არის შექმნილი, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ჰარი სიყვარულს თავის შეყვარებულს მხოლოდ ასეთი საჩუქრებით კი არ უდასტურებს, არამედ არღვევს დატვირთულ გრაფიკს, მაგალითად რამდენიმე დღის წინ ის სპეციალურად გაფრინდა კანადაში, რომ შეყვარებული ენახა.

ერთნაირი სამკაულები და საიდუმლო შეხვედრები ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველას სურს, რომ წყვილი ერთად იხილოს, ასე რომ ვიმედოვნებთ მეგანი და ჰარი მალე გამოჩნდებიან საზოგადოებაში ერთად.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთნაირ სამაჯურებს ატარებენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთნაირ სამაჯურებს ატარებენ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა