თეგებით ძიება
10. 12. 2016 News-ები

ურთიერთობა თქვენზე უფროს მამაკაცთან: 6 დადებითი მხარე

1. მას შეუძლია ცხოვრების დაფასება. და ეს სასარგებლო თვისება შეუძლია თქვენც გაგიზიაროთ. მან უბრალოდ დიდხანს იცხოვრა და ცხოვრებამ მას ასწავლა ბედნიერების ძიება ჩვეულებრივ საგნებში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიული ცხოვრებისთვის.

2. მას მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მას შეუძლია სიტუაციას შეხედოს უფრო საღად და სწორად განსაჯოს, ვიდრე ყველა თქვენმა თანატოლმა.

3. \'\'მე შენ მიყვარხარ\'\' მართლაც აღნიშნავს ნამდვილ სიყვარულს. ისინი დაუფიქრებლად სათქმელს არ ამბობენ. მან ზუსტად იცის განსხვავება სიყვარულს, სიმპატიას, თანაგრძნობასა და ვნებას შორის. ამიტომაც თუ გეტყვით ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა.

4. თქვენ მისი შანსი ხართ ახალი ცხოვრების დასაწყებად. ან მეორე ახალგაზრდობა, უწოდეთ ის რაც გინდათ. ნებისმიერ შემთხვევაში ის დაგაფასებთ თქვენ, როგორც მეორე სუნთქვას, როგორც დიდ წარმატებას, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს.

5. ფინანსურად თქვენ გაცილებით მშვიდად იგრძნობთ მასთან თავს. ეს მამაკაცები როგორც წესი ფეხზე მყარად დგანან, მათ უკვე შეუძლიათ ფულის გამომუშავება ისე, რომ სამუშაოზე დილიდან საღამომდე არ ისხდნენ-ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ექნება მეტი დრო, იმისთვის, რათა თქვენთან გაატაროს.

6. ასეთ მამაკაცთან თავი შეგიძლიათ ზრდასრულად იგრძნოთ. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მეტად სერიოზული, დაკვირვებული, მიზანდასახული პიროვნება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი გამოცდილება, მიიღოთ განათლება და სასარგებლო უნარები. ერთი სიტყვით მიუახლოვდეთ მის დონეს და მუდმივად განვითარების პროცესში იყოთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა