თეგებით ძიება
17. 12. 2016 News-ები

7 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ორსული ქალებისთვის

1. სტაფილო: ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული ორსულობის დროს. ის ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის უკეთ ფუნქციონირებას. მასში შედის დიდი ოდენობით კაროტინი, ვიტამინები Е, С В, К და РР. ეს ყველა ნუტრიენტი ეხმარება ბავშვის ორგანოების ფორმირებას.

2. ბულგარული წიწაკა: ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაგრებს ორსული ქალის ძვლებს და ეხმარება ბავშვის ძვლების ფორმირებას. მასში შედის ვიტამინები С, Е, РР და Р, ამ ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ეთერზეთები, ცილა და ბეტა-კაროტინი აძლიერებს ქალის იმუნიტეტს.

3. ისპანახი: ეს მცენარე მდიდარია ფოლიუმის მჟავით (ვიტამინებით А, В9 და Е), რომელიც ეხმარება ფეხმძიმე ქალს თავი აარიდოს ნაყოფის დაკარგვას, გაუმკლავდეს ტოქსიკოზს პირველ ტრიმესტრში, ამცირებს ანემიის ალბათობას და იცავს ნაყოფს ანომალიებისგან.

4. ბანანი: მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი კალორიულია, ექიმები გვირჩევენ მის მირთმევას. ბანანი შეიცავს ნაყოფისთვის სასარგებლო ელემენტებს: თუთიას და კალიუმს. თუთია ეხმარება ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას, ხოლო კალიუმი-გულ-სისხლძარღვთა სისტემის.

5. ვაშლი: ეს ხილი ხელს უწყობს ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვაშლი შეიცავს ბევრ რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და კალიუმს, რომელიც დაეხმარება ნაყოფის განვითარებას.

6. შვრია: იგი ხელს უწყობს ჯანსაღ ორსულობას, დიდი რაოდენობით მინერალებისა და ვიტამინების დახმარებით.

7. მარწყვი, მაყვალი, ჟოლო: შეიცავს ნაყოფის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალებსა და ვიტამინებს. ყოველდღიურად თუ მიირთმევთ, თქვენ გააუმჯობესებთ ბავშვის იმუნიტეტს.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა