თეგებით ძიება
17. 12. 2016 News-ები

როგორ გამოიყურება ყრდელი?

ვიკიპედიის მიხედვით, სალათა (Lactuca sativa), იგივე ყრდელი, ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფოთლებს ფესვიდანვე, შემდეგ – ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 სმ-ს აღწევს. ის სიცივეგამძლე, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. ყრდელის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათა, თავიანი სალათა და რომენის სალათა.

საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა