თეგებით ძიება
20. 12. 2016 News-ები

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს გასული შაბათი

გასულ შაბათს კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს საღამო ლოს-ანჯელესის კარაოკე-ბარ Blind Dragon-ში, სადაც პაპარაცებმა ასევე დააფიქსირეს სხვა ცნობილი სახეებიც რომან ფეროუ, კეიტ მიკუჩინი და მარკუს მოლინარი.

ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო მსახიობი შენონ მარი ვუდვორდი, რომელიც ცნობილია სერიალიდან \'\'ველური დასავლეთის სამყარო\'\'. 17 დეკემბერს მას შეუსრულდა 32 წელი.

ამ საღამოს თითქმის ყველა სტუმარმა იმღერა, მაგრამ კეტი პერის თავისი მიკროფონი არავისთვის მიუცია-სხვა სტუმრებთან ერთად მან შეასრულა Complicated, You Outta Know და სხვა ცნობილი ჰიტები.

შენონისა და კეტის მეგობრობა დაიწყო 2008 წელს. მაშინ მსახიობმა მონაწილეობა მიიღო მომღერლის ვიდეო რგოლში კომპოზიციით Hot n Cold.

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს გასული შაბათი

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს გასული შაბათი

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს გასული შაბათი

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთად გაატარეს გასული შაბათი


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა