მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა ევროკავშირთან და აშშ-თან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი საგარეო პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყება ეს პროცესი მომავალი წლიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინაშიც ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე შეიძლება ეს იყოს პირველადი პროგნოზით მოაზრებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მაქსიმუმ, მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენ უკიდურესად არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს. ვფიქრობთ, მალევე გამოჩნდება პირველი ნიშნები ამ მიმართულებით, მომავალი წლის პირველივე თვეებიდან ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთება, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისა და აშშ-ისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.