თეგებით ძიება
21. 12. 2016 News-ები

4 დღეში გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი

4 დღეში გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. გამანაწილებლებს თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დღეს უკვე გაუძვირდათ.

ლარის გაუფასურების ფონზე, თელასი და ენერგოპრო სემეკისგან იმავე გადაწყვეტილებას სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებითაც ელოდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ენერგეტიკის მინისტრი არ ადასტურებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაზრდას.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუარესდეს.

„სემეკიც და ხელისუფლება ფიქრობს, რომ მოსახლეობისთვის ვითარება არ დამძიმდეს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის საშინელება გველოდება წინ,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ჰიდროელექტროსადგურებზე ტარიფის ზრდამ სამომხმარებლო ტარიფზე საბოლოო ჯამში არ უნდა იმოქმედოს, ან მცირედით უნდა იმოქმედოს. უმრავლესობაში ასევე მიაჩნიათ, რომ გაზის ტარიფზე ლარის კურსის ცვლილება მოქმედებს.

„გაზის ტარიფი გაზის იმპორტზეა მიბმული, აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა