თეგებით ძიება
21. 12. 2016 News-ები

საქართველოს პრემიერმინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილსა და ვიგენ სარგსიანს შორის შეხვედრა თბილისში გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო-სომხეთის ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

მხარეებმა 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს.

ასევე მინისტრებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა