თეგებით ძიება
http://media6000.dropshots.com/photos/1324307/20170102/054336.mp4
02. 01. 2017 News-ები

“შინის” სოლისტი დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა (ვიდეო)

ყველასთვის საყვარელი ცნობილი ხელოვანი დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა, ამ ამბის შესახებ გიორგი უშიკიშვილი თავის ფეისბუქის პროფილის გვერდზე წერს: „რამდენიმე საათის წინ ამბროლაურში, სცენაზე კონცერტის დროს გარდაიცვალა შეისანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი დათო (დათუნიკა) სხირტლაძე ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის! ძალიან დაგვაკლდები დათუნიკა".

მისი მეგობრების განცხადებით დათუნიკას გარდაცვალების მიზეზი გული გახდა, იგი 30 დეკემბერს ამბროლაურში გამართული კონცერტის დროს გარდაიცვალა.

გთავაზობთ კომენტარების ამონარიდს Facebook - იდან:

“დასანანია, ვირტუოზი მოცეკვავე და უბრალოდ ლამაზი ქართველი წავიდა ჩვენგან!!”

“მიდიან დიდებული ადამიანები …გოგი ცაბაძის ბედი გაიზიარა ,,,სცენაზე …..ძაან გულდასაწყვეტია”

“სამწუხაროა ესეთი კოლორიტი ადამიანები რომ მიდიან… ღმერთმა ნათელში გამყოფოს”. – წერენ კომენტარებში

დათუნიკას ბოლო ვიდეო მისი კონცერტიდან:

მედია-პორტალი Gogaggg უსამძიმრებს დათუნიკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს!

სტატიის ავტორი: გიორგი.გ
სპეციალურად Gogaggg - ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა