თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1349406608457609
09. 01. 2017 News-ები

გიგი უგულავა სამწუხაროს უწოდებს ნიკა მელიას მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს

ნაციონალური მოძრაობის არაოფიციალური შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრება. მან შეხვედრაზე შესვლამდე განცხადება გააკეთა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის შიგნით მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.

მისი თქმით, პარტიაში სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება იმისათვის, რათა მხარეებმა რაიმე სახის მოლაპარაკებას მიაღწიონ.

გიგი უგულავა იმედს გამოთქვამს, რომ თუკი საბოლოოდ არსებული მცირე რესურსის გამოყენებაც ვერ მოხერხდა, მხარეები დაშორებას ცივილურ ფორმებში შეძლებენ.

იგი ასევე სამწუხაროს უწოდებს ნიკა მელიას მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. უგულავას თქმით, "არავისი საქმე არ არის ვისი ფრთის წარმომადგენელი იქნება იგი."

„მიშასთან მე მქონდა კომუნიკაცია. სამწუხაროდ, რთულია ტელეფონით კომუნიკაცია, უფრო მოკითხვის, ადამიანურ დონეზე. შეხვედრა შესაძლებელია, რომ შედგეს. მე ჯერჯერობით ვერ გავდივარ ქვეყნიდან, ის უკრაინაში არ არის. თუ მოხერხდება კარგი იქნება. მე წარმოვადგენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ნიკა მელია წარმომადგენდა, ოდესღაც, მე. მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და, სამწუხაროა, ის როგორც იქცევა. მაგრამ მე მასთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას და არც, მით უმეტეს, დაპირისპირებაში. არ არის ეს ის საკითხი, რომელიც ამ წუთას მნიშვნელოვანი და კარდინალურია. პარტია კრიზისის წინაშე იმყოფება. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ პარტია გაივლის. თუ ვერა, დარჩენილი ძალიან ცოტა რესურსია,“-აცხადებს გიგი უგულავა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა