ქართველი გოგონას აღიარება, რომელმაც საკუთარი დედა შეჭამა - "ჩემს წიგნს გამოვცემ"
რიტუალურ მკვლელობაში ორივე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ და მისმა შეყვარებულმა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა აღიარეს
"ჩემი დათანხმება და ჩემი მოტივაციაც, რომ ამაზე წავსულიყავი გამოიწვია იმან, რომ ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წელის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს, ყველანაირი გზითა და ყველანაირი მეთოდით. მოხდა ისეთი რამე რასაც არ ველოდი, ამ წამს იმასაც ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი წელი პატიმარი ვიქნები.
ჩემი გამოცდილება ქიმია-ფიზიკის კუთხით გავიღრმავე. წიგნის გამოცემას ვაპირებ. ჩემი დედინაცვალი და მამინაცვალი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი შვილი მიწაში როგორ უნდა იწვეს და შენ მიწაზე როგორ უნდა დადიოდეო. ყველანი ადამიანები ვართ, რომ გამწარდები ვინ რას იზამს არავინ არ იცის. ხდებოდა ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. ჩემი აზრით ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩემი გამოცდილება ქიმია-ფიზიკის კუთხით წავიდა. ვაპირებ წიგნი გამოვცედ"- განაცხადა დედის მკვლელობაში ბრალდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა.
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის