თეგებით ძიება
25. 01. 2017 News-ები

6 შეცდომა პირველ პაემანზე

1. არ მოატყუო საკუთარი თავი. ჩვენ გოგონებს გვიყვარს ოცნება და ჩვენი მომავლის წარმოდგენა. თქვენ უბრალოდ მოილაპარაკეთ, რომ შეხვედრილიყავით, თქვენ კი უკვე ხედავთ მომავალი შვილების სახეებს. არ დააჩქაროთ მოვლენები და არ ელოდოთ ძალიან ბევრს. გაიკეთეთ მსუბუქი მაკიაჟი და არ დახარჯეთ ნახევარი დღე სილამაზის სალონში.

2. არ დაიგვიანოთ. ის ისედაც ღელავს. ამიტომაც პირველ პაემანზე დაგვიანება არ ღირს. მაგრამ თუ თქვენ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდით დაურეკეთ და გააფრთხილეთ, რომ ცოტა დაგაგვიანდებათ.

3. არ აიღოთ ტელეფონი. ჩადეთ ის ჩანთაში, გამორთეთ ხმა და არ მიაქციოთ ყურადღება. თუ თქვენ დაიწყებთ შეტყობინებების კითხვას და საუბარს ტელეფონზე ის იფიქრებს, რომ ეს შეხვედრა თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

4. არ ილაპარაკოთ თქვენს ყოფილ შეყვარებულებზე. ეს არ არის ფსიქოთერაპევტის სიანსი, არამედ ეს პაემანია! როდესაც თქვენ საუბრობთ წინა ურთიერთობაზე ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ მზად ახალი ურთიერთობის დასაწყებად. ამის მოსმენა მისთვის კი ნამდვილად უსიამოვნო იქნება.

5. არ განიხილოთ მგრძნობიარე საკითხები. არანაირი ნეგატივი! პოლიტიკა, რელიგია, მწვავე სოციალური პრობლემები-100%-ით ტაბუდადებულია. თავი შეიკავეთ კამათისგან. დიახ, ეს ნორმალურია, როდესაც ადამიანები კამათობენ. მაგრამ პირველ პაემანზე უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე როგორ კარგად ხართ ერთად.

6. არ მოუწყოთ დაკითხვა. არ დაუსვათ მას დეტალური კითხვები, როგორიცაა: \'\'რამდენი გაქვს ხელფასი?\'\', რა გეგმები გაქვს მომავლისთვის?\'\', \'\'რამდენი შვილი გინდა, რომ გყავდეს?\'\' ის ჯერ არ არის მზად, რომ თქვენთან განიხილოს ეს თემები.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა