თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1366649293400007
26. 01. 2017 News-ები

ქართველი სამხედრო კიევის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

გია ცერცვაძის განაჩენს მისი მეუღლე და თანამებრძოლები სააპელაციო სასამართლოში ელოდებოდნენ. სასამართლოში იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროებიც.

დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა