თეგებით ძიება
26. 01. 2017 News-ები

სკარლეტ იოჰანსონი და რომან დორიაკი დაშორდნენ

როგორც ჩანს კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სკარლეტ იოჰანსონისა და მისი ქმრის რომან დორიაკის დაშორების შესახებ. 32 წლის მსახიობი მივიდა \'\'ქალთა მარშზე\'\' საქორწილო ბეჭდის გარეშე, თუმცა აქამდეც პრესაში აღნიშნავდნენ, რომ მსახიობმა ბეჭდის ტარება შეწყვიტა.

\'\'ისინი ზაფხულში დაშორდნენ.\'\'

-განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამავე დროს შემოდგომით ცოლ-ქმარი ერთად ნახეს პარიზში, ოქტომბერში კი იქ გახსნეს საკუთარი მაღაზია Yummy Pop. შეგახსენებთ, რომ მსახიობი ფრანგ ჟურნალისტზე 2014 წლის ოქტომბერში დაქორწინდა, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მათ შეეძინათ ქალიშვილი როუზ დოროტი. გარკვეული დროის განმავლობაში წყვილი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა, ნიუ-იორკსა და პარიზში, შემდეგ კი ისინი დასახლდნენ საფრანგეთის დედაქალაქში.

სკარლეტ იოჰანსონი და რომან დორიაკი დაშორდნენ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა